“ლემიქავეს” უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში ,,ლემიქავეს” უბანში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 039 999 ლარით ფინანსდება.

სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ განახორციელებს.

საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დაათვალიერა.