“ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

  • ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მარტვილში საზეიმოდ დაიხურა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის მონაწილეებმა სხვადასხვა ნომერი ქალაქ მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს.

ფესტივალში მონაწიელობა საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთისა და თურქეთის ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს.

„ლეგენდების ქვეყანას“-ს დასკვნით გალა კონცერტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საქართველოს პარლამენტის წევრები და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია დაესწრნენ.

კონცერტის ბოლოს მონაწილეები სიმბოლური პრიზებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.