აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსულ აგრესიას ოთხი მარტვილელი ახალგაზრდა შეეწირა:

• გელა ჭედია – მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეხუთე ბრიგადის 53-ე ბატალიონის მეთაური;

• პაატა კოპალიანი – მესამე ბრიგადის საინჟინრო ბატალიონის ასეულის სერჟანტი;

გიზო წულაია – გორის სატანკო ბატალიონის კაპრალი;

• ბესიკ ხულორდავა – შსს მარტვილის რაიონული სამმართველოს ოფიცერი, ლეიტენანტი.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი და საფლავები.

სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის და ლეციცხვაიეს გელა ჭედიას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია.

მუნიციპალიტეტის მერიამ 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1000-1000 ლარი გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *