მარტვილის მონასტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მონასტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები.

“გზის რეაბილიტაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ღირებულება 3 615 624 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ნაჭყებია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.