“მსოფლიოს წარჩინებული ქალები“

  • მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიება თემით “მსოფლიოს წარჩინებული ქალები“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა, იმ წარმატებულ ქალბატონებზე ისაუბრეს, რომლებმაც საკუთარი განვლილი ცხოვრებით მსოფლიოს დაამახსოვრეს თავი.

ღონისძიებას მარტვილის მერიის, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.