მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის ტყის შესასვლელში, აღმოჩენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 53 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).

დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს.

მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.