მარტვილში “ჭყონდიდობა” გაიმართა

  • 14 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მე-4 ფოლკლორული ფესტივალი „ჭყონდიდი“ გაიმართა.

ფესტივალი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოეწყო და ახალგაზრდა მოცეკვავის გიორგი წივწივაძის ხსოვნას მიეძღვნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები. მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვდასხვა ნომრებით წარსდგნენ.

ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლი დაჯილდოვდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *