მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები და ეზოებში შესასვლელები. პროექტი რამდენიმე ეტაპობრივად ხორციელდება, ამჟამად მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 1 687 666 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.