- საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, მარტვილში სალოტბარო სკოლა იხსნება.
სალოტბარო სკოლა მოსწავლეებს სრულიად, უფასოდ შესთავაზებს ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის შესწავლას.
მსურველები მიიღებიან 5 წლიდან, მოსმენა გაიმართება 3 აპრილს, 15:00 საათიდან, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

