ზუგდიდის ბიბლიოთეკას მარტვილის N2 საჯარო სკოლა ეწვია

  • ბიბლიოტურის ფარგლებში ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლის, სერგიეთისა და ხუნწის საჯარო სკოლების მოსწავლეები პედაგოგებთან – ნათია კვანტალიანთან და ეკატერინე კვანტალიანთან ერთად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდები გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს, ამერიკული კუთხის პროექტებს, დაათვალიერეს ფონდები და განყოფილებები, შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები, დარეგისტრირდნენ მკითხველებად და წასაკითხად გაიტანეს წიგნები.

ბავშვებმა მოისმინეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის ბატონ ბესიკ არახამიას საჯარო ლექცია წიგნსა და წიგნიერებაზე.