- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი გარბენში მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე გაიმართა 400 მეტრიან დისტანციაზე.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, კომპლექსური სასპორტო სკოლის და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ოლიმპიადაში საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. ვაჟთა შორის გამარჯვება ჯოლევის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო გოგონათა შორის აბედათის საჯარო სკოლის გუნდი გახდა გამარჯვებული.
მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას რეგიონულ შეჯიბრებაში გააგრძელებენ.

