სერგიეთში ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა იწყება

  • მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაცით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება.

უწყების ცნობით, სერგიეთის ახალი სპორტული კომპლექსი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განავითარონ სპორტული უნარები და მიიღონ გამოცდილება პროფესიულ დონეზე.

ახალი პროექტი ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სრულად აღჭურვილ გასახდელებს, სველ წერტილებსა და დამხმარე სათავსებს.

მშენებლობის მიმდინარეობა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ინჯიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.