26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მარტვილში

  • 26 მაისს, მარტვილის ცენტრალურ პარკში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

10:00 – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.

11:00 – ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.

11:15 – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ბიუსტების გვირგვინებით შემკობა.

11:30 – 12:30 – სპორტული აქტივობები: კალათბურთი, მინიფეხბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი, მძლეოსნობა.

12:30-13:00 – კომპოზიცია მუსიკალური რიტმიკა, კომპოზიცია – ეს დღე ჩვენია

13:00-14:00 – ბერიკები

14:00 – ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

14:00 – მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი, ქ. მარტვილი ცენტრში, ღია სივრცეში.

15:00 – 16:00 – სოფელ სერგიეთის ფეხბურთის აკადემიის ბაზაზე საფეხბურთო ტურნირი.

16:00 – მარტვილის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი.

17:10 – შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

17:15 – მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა.