11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა

  • 2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული – 1 214 653 ვიზიტორი დაფიქსირდა. ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, მტირალას ეროვნულ პარკსა და წალკის კანიონს.

“ასევე, გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მზარდ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს მუშაობას დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების შექმნის მიმართულებით. სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის ეკოტურისტული სივრცის გახსნა.”-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.