- მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე, სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტურნირი გაიმართა, 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის, რომელიც მიეძღვნა მარტვილში ფეხბურთიის დაარსებიდან 79 წლის აღვნიშვნას.
ტურნირში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალური შეხვედრა „მარტვილის საფეხბურთო სკოლის“ და ქუთაისის „ტორპედო“–ს გუნდებს შორის გაიმართა, სადაც პენალტების სერიაში „ტორპედო“– მ 3:2 დაამარცხა ,,მარტვილის საფეხბურთო აკადემია“ და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
გამარჯვებულ გუნდებს და საუკეთესო ნომინაციებს სამახსოვრო სიგელები და მედლები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ და სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ გადასცა.
ტურნირის ფინალურ შეხვედრას მარტვილის „სალხინო“-ს სხვადასხვა თაობის ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

