- 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, ქალაქ მარტვილში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ამ დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული.