- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სოფელ ხუნწის სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულება 1.3 მილიონი ლარი შეადგინა.

