- მარტვილის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ლიგის რეგიონული ფინალი გაიმართა. ტურნირს მარტვილის საფეხბურთო აკადემიის ბაზამ უმასპინძლა.
ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს შეხვდნენ ფოთის №15 და სერგიეთის სკოლის გუნდები, პენალტების სერიაში გაიმარჯვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის სკოლის გუნდმა და გახდა სამეგრელოს სასკოლო ლიგის ჩემპიონი. ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
ტურნირის ფინალური თამაშების მონაწილეები და გამარჯვებული გუნდი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილემ გივი ელიავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, ტურნირის ორგანიზატორებთან ერთად დააჯილდოვეს.
გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას სპორტული ლიგის საქართველოს ჩემპიონატობის შემდეგ ეტაპებზე რეგიონულ გუნდებს შორის პირველობისთვის იბრძოლებს.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს