მარტვილში “ჭყონდიდლობა” აღინიშნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, 25 სექტემბერს, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ – მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდლობა” აღინიშნა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.

მთელი დღის განმავლობაში, თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. ღონისძიება საღამოს ჯგუფი „ურსას“ კონცერტით დასრულდება.