- წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გრძელდება ქალაქ მარტვილის წყალმომარაგება – წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო – სამშენებლო სამუშაოები.
პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
უწყების ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის, რეზერვუარების, სატუმბი სადგურებისა და წყლის შემკრებების რეაბილიტაცია-მშენებლობა, დამატებით მოეწყობა საქლორატორო და აღრიცხვის კვანძები. მოხდება მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 29 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ 6000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
დღეის მდგომარეობით საერთო სამუშაოების 76% უკვე შესრულებულია.