მარტვილში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, სტიქაროსნები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა.

საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა.

შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.