- მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ „რანინას“ ბავშვები, სოფო პაპუაშვილი, ლელუკა თელია, თეატრალური კვარტეტი, ანსამბლი „ალილო“, ჯგუფი „რერო“, დუეტი „ჯორჯია“, ბენდი გობლინები, წამყვანები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. ღონისძიების ფარგლებში მარტვილის მთავარი ნაძვის ხეც აანთეს.

