- მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია სივრცეში, გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვარ ირაკლი სურმავას მოსწავლეების მიერ შექმნილი მხატვრული ნამუშევრები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მხატვრული უნარების წახალისებას, ახალგაზრდების შემოქმედებითი ხედვის წარმოჩენასა და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდას.
გამოფენას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.