- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მოადგილეებთან ერთად, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
ღვთისმსახურება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მეუფე სტეფანემ, ქალაქის ცენტრში აღმართული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელის მოზაიკური ფრესკა აკურთხა.
კურთხევას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

