- საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარტვილის ცენტრალურ სკვერში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე წაიკითხეს პოეტის ლექსები, მომღერლებმა კი შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
ღონისძიება პროექტის ,,მუსიკალური ზაფხული 2025’’_ის ფარგლებში გაიმართა.
ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს