- მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. ცენტრის უფროსად გიგა წოწონავა დაინიშნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ გიგა წოწონავა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ცენტრის ახალი უფროსი პროფესიით ეკონომისტია. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

