მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის 1.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-მარტვილის მონასტრის საავტომობილო გზის 1.3 კმ-იანი მონაკვეთის (0-კმ1) რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

“გზა მარტვილის ცენტრიდან სამონასტრო კომპლექსამდე მიდის და გადის როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გზა ამორტიზირებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას.

1.3 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი, მარტვილის სამონასტრი კომპლექსამდე მომლოცველებისა და ტურისტების განახლებული და კომფორტული გზით მისვლას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 4 495 185 ლარს შეადგენს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.