მარტვილის მერიაში სტაჟირების პროგრამა იწყება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყევტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი.

სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვრება 2025 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოაცხადა 6 ვაკანსიაზე.

იხილეთ ვაკანსიები:

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილების სტაჟიორი: https://shorturl.at/JY0KS

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების სტაჟიორი: https://shorturl.at/IiAlp

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების სტაჟიორი: https://shorturl.at/DmOFQ

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების სტაჟიორი: https://shorturl.at/fMmPh

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი: https://shorturl.at/kPJTN

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სტაჟიორი: https://tinyurl.com/djad8wh9

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს