მარტვილელი ლიდა ფაცაცია 102 წლის გახდა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლიდა ფაცაციას 102 წლის იუბილე მიულოცა.

ლიდა ფაცაცია 1924 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 11 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში იუბილარს 3 000 ლარს გადაურიცხავს.