დღესასწაული მარტვილიობა აღინიშნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში, ჭყონდიდის ეპარქიის ორგანიზებით, დღესასწაული მარტვილიობა აღინიშნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობა ლენტეხის, ცაგერისა და აბაშის ჯგუფებმა მიიღეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიების დაწყებამდე საზეიმო წირვა-ლოცვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ აღავლინა.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.