- ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლელეკელეს უბანში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება. პროეტი ასევე ითვალისწინებს სანიაღვრე არხების მოწესრიგებას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 959 ათას ლარს შეადგენს.