ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს დაინიშნა

  • მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.” -ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.