აბედათში ჯოლევის უბანში საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აბედათში ჯოლევის უბანში საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

უწყების ცნობით, ხიდთან ერთად განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. არსებული ხიდი სტიქიის დროს დაზიანდა და ავარიული იყო. ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 499 200 ლარით ფინანსდება.

აბედათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდიან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა.