ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი გაიხსნა

  • დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო ჯგუფები, საბავშვო გასახდელები და საძინებლები საჭირო ინვენტარით და ავეჯით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა აღჭურვა.

ახალი საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ფოტო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია