“მკვეხარა ყვინჩილა”

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი მაყურებელის წინაშე მეორე თოჯინური სპექტაკლით “მკვეხარა ყვინჩილა“ წარსდგა.

თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძეა. მონაწილეობდნენ: მათე სოსელია, მადინა თოდუა, მზია ოდიშარია, მადლენა კვესელავა, ირინა ჯანაშია, ირაკლი სურმავა, დოდო ბარამია.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.