მარტვილში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანო – ახალგაზრდული საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული საბჭო 45 წევრისგან შედგება. წევრების არჩევა, ახალგაზრდების მიერ შევსებული აპლიკაციებისა და ღია გასაუბრების საფუძველზე შესაბამისი კომისიის მიერ მოხდა.

ახალგაზრდებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია შეხვდა.

ახალგაზრდული საბჭოს შემდეგ სხდომაზე ახალგაზრდული საბჭოს წევრები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებს და ბიუროს შემადგენლობას აირჩევენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრობის კანდიდატების მომზადებისა და არჩევის პროცედურებში ჩართულია „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“, დირექტორი მაკა სართანია.