მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაობები მიმდინარეობს

  • ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კომპანია “ოუფენ ნეტი“ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოპტიკური ქსელის სამშენებლო სამუშაობებს ანხორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ დაათვალიერა.

პროგრამის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სატელეკომუნიკაციო სფეროში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის,კონკურენციის განვითარებისა და კერძო ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა,რისთვისაც პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

ა)ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის შექმნა;

ბ)სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი საბითუმო მომსახურებების განვითარება;

გ)შექმნილი ქსელის ორ ნებისმიერ დაშვების წერტილს შორის კავშირი.

პროგრამის საერთო ბიუჯეტი 9 894 909 ლარს შეადგენს.

+3