მარტვილის ახლადარჩეული მერი მუშაობას შეუდგა

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი ნაჭყებია უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალი მერი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა წარუდგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით ვერავამ გიორგი ნაჭყებიას წარმატებები უსურვა და ყოფილ მერს თორნიკე ჯანაშიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე გიორგი ნაჭყებიამ ყოფილ მერს თორნიკე ჯანაშიას და მერიის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.