- 2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 12 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა.
იხილეთ ვაკანსიები:
სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში: https://t.ly/ni3fA
სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში: https://t.ly/g-2Wy
სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში: https://t.ly/cDHh5
სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში: https://shorturl.at/Fizxf
სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში: https://shorturl.at/TOPZy
სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში: https://shorturl.at/gYckn
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ურბანული განვითარების განყოფილების სტაჟიორი: https://shorturl.at/gplGx
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების სტაჟიორი: https://tinyurl.com/ba2s5cj2
ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სტაჟიორი: https://tinyurl.com/55jt42e4
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების სტაჟიორი: https://tinyurl.com/55j56pp3
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების სტაჟიორი: https://tinyurl.com/2mz2hnd4
ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების სტაჟიორი: https://tinyurl.com/4drh5zb7
კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3000-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, გაიაროს სტაჟირება სასურველ რეგიონსა და საჯარო უწყებაში.
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი, ან მეორე საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.
კანდიდატთა შერჩევის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი იქნება სტუდენტის აკადემიური მოსწრება – GPA 2.8-4.0, ან/და ქულათა სისტემა 71-100 ქულის მაჩვენებელი. გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა უმაღლესი მოსწრების აპლიკანტს მიენიჭება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნები, კრიტერიუმები და განაცხადის ფორმა მოცემულია შესაბამის ლინკებზე.