დღეს ჭყონდიდლობა აღინიშნება

  • ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით, მარტვილში, მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული ადგილობრივებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მიულოცა.

დღევანდელი ღონიძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების, წარმატებული მეწარმე ქალებისა და ხელოვანების დაჯილდოება.

სმაეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ხელთნაკეთი ნივთები, ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშულება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში. გაცოცხლდნენ დავით აღმაშენებლისა და მწიგნობართუხუცესის ისტორიული პერსონაჟები.მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო.