“ბაღის დამთავრების დღე”

  • მარტვილის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ.-“მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი”-ში შემავალ N1 საბავშვო ბაგა-ბაღში 6 წლიანთა ჯგუფის მიერ აღინიშნა “ბაღის დამთავრების დღე”.

აქტივობებს არ ჩაუვლია მშობელთა ჩართულობის გარეშე. ბავშვები და მშობლები სურვილის მიხედვით გადანაწილდნენ სხვადასხვა სივრცეში, რათა სურვილის შესაბამისად მიეღოთ მონაწილეობა აღმზრდელთა მიერ დაგეგმილ თამაშში.

N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ექვსწლიანთა ჯგუფის ბავშვების პირველი საგანმანათლებლო ეტაპის დასრულებისა და ახალ საგანმანათლებლო ეტაპზე გადასვლის ნიშნად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელთა მიერ აქტივობებში მონაწილე თითოეულ ბავშვს გადაეცა სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.