მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 31 ივლისს, 19:30 საათზე, გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლ „სამას“ 20 წლის იუბილე. მისამართი: ქ. მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის...
სამართალდარღვევა მარტვილში: სოფელ კურზუში „წითელი ნუსხის“ წაბლის ხეები უკანონოდ მოიპოვეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში – მუხურსა და კურზუში, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს კლიპტომერიისა და „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის ხე-მცენარეები. ჯამში, ამოღებულია 96 ერთეული უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე...
მარტვილში MAX FIGHT 16 გაიმართება
29 ივლისს, 20:00 საათზე, დავით ქირიას ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მარტვილში MAX FIGHT 16 გაიმართება. მისამართი: ქალაქი მარტვილი, თავისუფლების ქუჩა, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია. დასწრება თავისუფალია.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027...
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა...
მე-II გურძემისა და კიწიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, მე-II გურძემსა და კიწიას დამაკავშირებელ გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში 3 065 მეტრზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 1 272 719 ლარს...
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო
2025-2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების (მე-9 და მე-10 კლასი) ატესტატების გაცემა დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. “2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც...
უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად. “ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და...
მარტვილში ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა
მარტვილში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ საზეიმოდ დაიხურა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს, ბულგარეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, სომხეთის და თურქეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა მიიღეს. გალა კონცერტის დაწყებამდე, ტრადიციულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც სხვადასხვა ნომრები მარტვილის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შეასრულეს. „ლეგენდების...










