გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
Blog
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები არაგეგმური პრაქტიკული გამოცდები მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდება, ხოლო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოქალაქეები მხოლოდ გეგმური გამოცდით ისარგებლებენ. როგორც სააგენტოს გავრფცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებითა და სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ამოქმედდება. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ...
მარტვილში, გელა ჭედიას ქუჩის საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში, გელა ჭედიას ქუჩის საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების ღირებულება 605 510 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს 142-ე პატრიარქი შიო მუჯირი გახდა
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს – პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა....
მარტვილის მონასტრამდე მისასვლელ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მონასტრამდე მისასვლელ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი დასრულდა. უწყების ცნობით, გზის კეთილმოწყბისთვის სამუშაოები სულ მალე დაიწყება. "უახლოეს მომავალში მომლოცველებსა და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ მონასტრამდე უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილების პირობებს, ასევე ტურისტულ მიმზიდველობას. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს....
2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. ცენტრის უფროსად რამაზ ცანავა დაინიშნა. ცენტრის ახალი უფროსი პროფესიით ქორეოგრაფია. მას კულტურის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ინჩხურში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარა ინჩხურში, ლაგვილავების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 762 მეტრი რკინა ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 1 423 114 ლარს შეადგენს....
თეატრალური ფესტივალი „თეატრალური მარტვილი 2026“ დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლმა 21-24 აპრილს საბავშვო თეატრალურ დასებს უმასპინძლა. სასკოლო თეატრალურ ფესტივალში „თეატრალური მარტვილი 2026“ თორმეტი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები მინი-სპექტაკლებით მონაწილეობდნენ. მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარსდგნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“,...
1 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 1 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....









