მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბლიტაციის სამუშაოები დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 300 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება 457 724 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „გზები“ ასრულებს. ხუნწში გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და...

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.

მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, 20 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. უწყების ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ავტომანქანები დაილუქა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა...

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულმა ოცნებამ” მარტვილის მერობის კანდიდატად თორნიკე ჯანაშია წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. მარტვილის მერობის კანდიდატად პარტიამ თორნიკე ჯანაშია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველის ფესტივალი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ყველის ნაირსახეობა, ყველისგან დამზადებული კერძები, თაფლი და ღვინო. მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ფესტივალ „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილე უცხოელი...

ხანძარი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტში

წუხელ, ხანძარი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ლაშა ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

მარტვილში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და...

ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს: “ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა...