ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...

ლეხაინდრაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლეხაინდრაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 144 460 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ ასრულებს. ლეხაინდრაოში გზის მოწყობის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მარტვილის რესურსცენტრში რაიონული კონფერენცია გაიმართა

მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რესურსცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით, სპეციალური მასწავლებლებისთვის რაიონული კონფერენცია გაიმართა თემაზე „ინკლუზიური მიმართულებით მოსწავლეებთან მუშაობა საინტერესო გამოცდილებაა“. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციაზე მასწავლებლებმა თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. კონფერენციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის,...

მარტვილში დედაენის დღე აღინიშნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარებს ცენტრის ორგანიზებით, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, დედაენის დღე აღინიშნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ლიტერატურული და მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს. შესრულდა მუსიკალური ნომერი. ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე...

ვედიდკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“ ასრულებს. ვედიდკარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...

ბალდის კანიონიზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა - პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით. "მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო,...

მარტვილში “ეტალონის” გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, "ეტალონი“-ს გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი გუნდის“ წოდებისათვის ერთმანეთს 31 გუნდი და 155 მოსწავლე შეეჯიბრა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს. 2024 წლის...

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ, გივი ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და...

ირაკლი კობახიძე – 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...