ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართულმა ოცნებამ” მარტვილის მერობის კანდიდატად თორნიკე ჯანაშია წარადგინა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. მარტვილის მერობის კანდიდატად პარტიამ თორნიკე ჯანაშია დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ყველის ფესტივალი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ყველის ნაირსახეობა, ყველისგან დამზადებული კერძები, თაფლი და ღვინო. მოეწყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, ფესტივალ „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილე უცხოელი...

ხანძარი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტში

წუხელ, ხანძარი იყო მარტვილის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ლაშა ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

მარტვილში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა” გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის “ლეგენდების ქვეყანა“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივებთან ერთად პოლონეთის, უკრაინის და თურქეთის (ართვინი) ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფებმა მიიღეს. მონაწილეებმა კონცერტის დაწყებამდე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს. ფესტივალის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და...

ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს: “ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა...

ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

დღეს, დაიწყო ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯავშნის გაკეთება შესაძლებელია 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლებულია. ჯავშნის შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქე მიიღებს მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში. “ინფორმაციისთვის, ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია სასურველია მოხდეს 24 ივლისის 12 საათამდე. სხვა შემთხვევაში...

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

„გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა გაეცნო. უანგარო დონორობის აქცია შ.პ.ს. „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „სისხლის...