პირველი ივნისიდან რესტორნები სრული დატვირთვით იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....

მარტვილში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქე ე.წ. ბენზო ხერხით ახდენდა ფოთლოვანი სახეობის ხეების ჭრას და ფაქტის გამოვლენის მომენტში, 30 ერთეული მრვალი მორი ჰქონდა მოპოვებული. უწყების ცნობით, შედგა შესაბამისი აქტი. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის...

მარტვილში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 წლის ქალი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი სინოფარმით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა. „იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება....

კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ.

დღეიდან “კომენდანტის საათი” 23:00 საათიდან დაიწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 17 მაისიდან, კომენდატის საათი იმოქმედებს 23:00-დან 05:00 საათამდე.

უბედური შემთხვევა მარტვილში

უბედური შემთხვევა მოხდა მარტვილში სოფელ ლეხაინდრაოში. დენის დარტმის შედეგად, 24 წლის ქალი გარდაიცვალა. იციდენტი, ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელ სახლში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე2 ნაწილით.

მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზით-15 22 შეეძლებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

“წაჩხურობა”

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. სალხინოში (მარტვილში), არის წაჩხურის ეკლესია, სადაც სთხოვენ  მთავარანგელოზს, რომელსაც “მოსქე მთავარანგელოსსაც” ეძახიან, შვილიერებას. გადმოცემის თანახმად, თხოვნის შემდეგ, საღამოს,  ლოცვიდან დაბრუნებული წყვილის მამრი დაწოლის წინ სვამს მაჭყვადინას ღვინოს. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი წყვილი შვილიერი ხდება.

ვაქცინაცია მიმდინარეობს მარტვილის ევექსის კლინიკაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით, 4 მაისიდან კოვიდ ვაქცინაცია სინოფარმზე მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში. ვაქცინაცია მიმდინარეობს მარტვილის ევექსის კლინიკაში (მის: მშვიდობის ქუჩა 111). ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და...