“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

მარტვილის მერიაში სტიქიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის წარმომადგენლებთან და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან, სტიქიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მერის წარმომადგენლებს სტიქიის კომისიის გადაწყვეტილება გააცნო. სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ზიანი კომპენსაციის სახით შესაბამისი თანხებით აუნაზღაურდებათ. მთავრობის განკარგულებით 171 ბენეფიციარის დასახმარებლად 96 000...

დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...

ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...

ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსწავლეებმა 16 იანვრიდან სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს. სკოლის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თორნიკე ჯანაშიამ საჯარო...

დღვანაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დღვანაში, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაიგება 1 340 მ ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე გათვალისწინებულია წყალსაწრეტი მილების, ბეტონის არხების, ცხაურების და გაბიონების მოწყობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მთავრობა ავრცელებს მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

მარტვილში საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები იწყება

მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები იწყება. 2023 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ,...

მარტვილის რამდენიმე სოფელი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი

სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემა შექმნა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი დაუზიანა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტრო სადენები, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მარტვილში RS CAR გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 17 იანვარს, თავისუფლების ქუჩაზე, მუზეუმის წინ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს მოემსახურება. "10-27 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს16 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი)...