ინჩხურში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარა ინჩხურში, ლაგვილავების უბნის მიმართულებით საავტომობილო გზის ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 762 მეტრი რკინა ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულება 1 423 114 ლარს შეადგენს....