17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული...

მარტვილში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას. ინფორმაციისთვის: მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა.

დღეს “წაჩხურობა“ აღინიშნება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. სალხინოში (მარტვილში), არის წაჩხურის ეკლესია, სადაც სთხოვენ  მთავარანგელოზს, რომელსაც “მოსქე მთავარანგელოსსაც” ეძახიან, შვილიერებას. გადმოცემის თანახმად, თხოვნის შემდეგ, საღამოს,  ლოცვიდან დაბრუნებული წყვილის მამრი დაწოლის წინ სვამს მაჭყვადინას ღვინოს. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი წყვილი შვილიერი ხდება.

მარტვილში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ქუჩები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ევროპის კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მოირთო ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: “საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „თქვა … იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი,...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ: შენახვისა და განთავსების პირობებს – ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით – 7-დან 10 გრადუსამდე;...

საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 28 მაისიდან შეეძლებათ

28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში კი, მოქალაქე ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა....

მარტვილში კალათბურთის ჩემპონატი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა. ექვსი საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები ერთმანეთს კალათბურთში დაუპირისპირდნენ. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში გამარჯვება ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის გუნდებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე ადგილი გოგონებში ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის გუნდმა, ბიჭებში აბედათის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ. გამოვლინდნენ სხვადასხვა...

განათლების სამინისტრო-მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მაქსიმალური ჩართულობით, საბოლოო ვერსიად ჩამოყალიბდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვები რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და...